fbpx
საზოგადოება

ორშაბათიდან ცვლილებები საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა ორშაბათს, 11 მაისს მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა. როგორც მან განმარტა, მთავრობის გეგმა მოქმედებაში შედის.

კერძოდ, კარამანლისის თქმით, 11 მაისიდან ემატება ავტობუსების რაოდენობა და ტრანსპორტი იმოძრავებს გაცილებით ხშირად. მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 5 წუთამდე იქნება დაყვანილი.

საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტი ორშაბათიდან 30-35%-ით მეტ მგზავრს გადაიყვანს, ვიდრე ეს ახლა ხდება, ხოლო მძღოლების ადგილთან განთავსდება ნეილონის გამყოფი დამონტაჟდება, რათა ისინი დაცულები იყვნენ.

ცნობილია, რომ ათენში მოძრავი ავტობუსების რაოდენობა 1.000-მდე უნდა გაიზარდოს, ამჟამად კი 550 დადის.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დასაშვები გახდება ტაქსიში ერთზე მეტი ადამიანის დაჯდომა.

კარამანლისი აცხადებს, რომ მგზავრები ასრულებენ მითითებებს და უმეტესობას ნიღბები უკეთია. ამ დრომდე არ ფიქსირდება დიდი რაოდენობის დარღვევები.

რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, მინისტრის თქმით, საბერძნეთის ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ელოდება, რაც დროში იწელება. თითოეული ევროპული ქვეყანა დიდი სიფრთხილით აკვირდება კორონავირუსის გავრცელების დინამიკას და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად იქნება მიღებული.

onalem

ტესტ