fbpx
კატეგორიის გარეშე

“წადით სანაპიროზე შიშის გარეშე, კორონავირუსი ცხელ ქვიშას ვერ უძლებს” – რანია ძორაკი

ეგეოსის უნივერსიტეტის საზღვაო ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, რანია ძორაკი საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით საუბრობს და განმარტავს, თუ რამდენად უსაფრთხოა სანაპიროზე გასვლა და წყალში ბანაობა.

“წელს ისეთივე უსაფრთხოა სანაპიროზე გასვლა, როგორც ეს შარშან და თუნდაც, 10 წლის წინ იყო. წადით ზღვაზე შიშის გარეშე. მოდით განვმარტავ, თუ რა მიმართებაა კორონავირუსსა და საზაფხულო სეზონზე ზღვაში ბანაობას შორის.

მარტივად რომ ვთქვა, კორონავირუსმა შეიძლება მოაღწიოს სანაპიროზე თუკი იქ ინფიცირებული ადამიანი აღმოჩნდება და ის დაახველებს ან დააცემინებს, მაგრამ როგორც კი ვირუსი ცხელ ქვიშაზე აღმოჩნდება, მაშინვე კვდება. კორონავირუსს არ შეუძლია ტემპერატურას გაუძლოს, რომელიც სანაპიროზე ფიქსირდება. ის ცხელ ქვიშაზე უცებ ნადგურდება.

მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ ზღვის წყლიდან კორონავირუსით ვერ დაინფიცირდებით. მნიშვნელოვანია, რომ სანაპიროზე უბრალოდ, დისტანცია შევინარჩუნოთ სხვა ადამიანებისგან,” აცხადებს ძორაკი.

ამრიგად, პროფესორები და ექიმები სანაპიროზე გასვლის რეკომენდაციას იძლევიან, ვინაიდან არ ფიქსირდება არანაირი პრაქტიკული ფაქტი და არ არსებობს არანაირი თეორიული მტკიცებულება, რომ ზღვის წყალში ბანაობის გზით ვირუსით დაინფიცირება შესაძლებელია.

onalem

ტესტ