fbpx
საზოგადოება

ბერძნების ნაწილის დაუდევრობას ბოლო არ უჩანს: წვეულებებმა ლიკავიტოსა და პაგრატზე გადაინაცვლა

როგორც ბერძნული მედია იუწყება, საზოგადოების ნაწილს ან ვერ გაუაზრებია, რომ საფრთხე ჯერ კიდევ არ არის გავლილი, ან უბრალოდ უარს ამბობს რეალობაზე.

როგორც უკვე ცნობილი იყო, ახალგაზრდებმა სასმლითა და კანონების სრული დარღვევით, ღია წვეულებები მოაწყვეს ნეა სმირნისა და აგია პარასკევის ტერიტორიებზე. ამის შემდეგ ნიკოს ხარდალიასმა ბრძანება გასცა, საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე დაიკეტოს აგიოს იოანის სკვერი. თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის, რადგან ახლა წვეულებები პაგრატისა და ლიკავიტოს ტერიტორიებზე დააფიქსირეს.

ახალგაზრდები არ იცავდნენ არანაირ დისტანციას, არ ეკეთათ ნიღბები და სასმელს მიირთმევდნენ ერთჯერადი ჭიქებით. მსგავსი სახის წვეულებაზე ავსტრიაში ერთ ღამეში 1.000 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით და ცხადია, საბერძნეთშიც არსებობს შანსი, რომ ასეთ უკონტროლო სიტუაციაში ინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდოს.

საზოგადოების ეს ნაწილი პატივს არ სცემს ეროვნულ მიღწევებს და იმ შედეგებს, რომელსაც ქვეყანამ მთავრობისა და მოსახლეობის უმეტესობის ერთად დგომით მიაღწია.

როგორც ექსპერტები ამბობენ: “ზომები რბილდება, ჩვენ იგივე ყურადღებით ვრჩებით.”

onalem

ტესტ