fbpx
კრიმინალი

წარმოუდგენელი შემთხვევა კრეტაზე: დასახმარებლად მისული პოლიციელი, რომელსაც ქალმა უკბინა, საავადმყოფოში გარდაიცვალა

წარმოუდგენელი შემთხვევა კრეტზე, ირაკლიოში მოხდა. დაღუპულია საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი, რომლის სიკვდილის მიზეზიც ქალის ნაკბენი გახდა.

კერძოდ, გუშინ დილის საათებში პოლიციაში შევიდა ზარი, ქალის დახმარების თხოვნით. როგორც ირკვევა, ალიკარნასოს ტერიტორიაზე ქალი ნასვამ მდგომარეობაში იყო და შუა გზაზე იმყოფებოდა.

ოფიცერმა სცადა, რომ მას მიახლოვებოდა და პირველადი დახმარება აღმოეჩინა, მაგრამ ქალი საშინლად გაცოფდა და პოლიციელს უკბინა. ნაკბენი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალისთვის გამოძახებულმა სამედიცინო ბრიგადამ საბოლოოდ პოლიციელს აღმოუჩინა დახმარება, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

onalem

ტესტ