fbpx
კრიმინალი

ბერძენმა მოხუცმა თაღლითი საკუთარ სახლში თავად წაიყვანა და 12.000 ევრო “გაატანა”

თაღლითები, რომელთა სამიზნეებიც მოხუცები არიან, მოქმედებას არ წყვეტენ. მათი სამსახიობო პროფესიონალიზმი უმაღლეს დონეზეა, რაზეც ბოლოს, პატრასში მომხდარი შემთხვევაც მეტყველებს. ისინი იგონებენ “ზღაპრებს”, რომლებსაც მარტივად იჯერებენ ხანში შესული ადამიანები.

თაღლითობის ჯერჯერობით ბოლო მსხვერპლი მოხუცი ბერძენი ქალია, რომელსაც ქუჩაში უცნობი წამოეწია და უთხრა, რომ მისი ვაჟის მეგობარი იყო და სწორედ მან გამოაგზავნა, რომ 3.000 ევრო წაეღო, რომელიც ძალიან სჭირდებოდა. თანაც, ცხადია, უცნობი ჰპირდებოდა, რომ თანხას უკან დაუბრუნებდა. სამწუხაროდ, ქალმა მას დაუჯერა, სახლში თავად წაიყვანა და 3.000 ევრო მისცა.

თაღლითი ამ თანხას არ დასჯერდა, რადგან დაინახა, რომ ქალს კიდევ 9.000 ევრო ჰქონდა გადადებული და ესეც აიღო. მოხუცი ყველაფერს მხოლოდ მას შემდეგ მიხვდა, რაც მოხერხებული მძარცველი უკვე ძალიან შორს იყო.

პოლიციამ, განაცხადის შეტანის შემდეგ, გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ