fbpx
ემიგრაციასაქართველო

ქართველების გაძლიერებული კონტროლი აეროპორტებში – უცხოელი მესაზღვრეების კიდევ ერთი ნაკადი

თუ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის სა­კი­თხებ­ზე არ ვი­მუ­შა­ვეთ, ხვალ, შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ე­ზღუ­დოს თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა ევ­რო­პას­თან, – ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გე­თის შს მი­ნის­ტრმა კრის­ტოფ კას­ტა­ნერ­მა ქარ­თველ კო­ლე­გას­თან გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც საფ­რან­გე­თის შს მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ერ­თგვა­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა ისე­თი ნა­კა­დი, რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში საფ­რან­გეთ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

„2017 წლი­დან ძა­ლი­ან შე­სამ­ჩნე­ვი გახ­და თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა ზრდა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან. ერ­თგვა­რად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნელ­თა ასე­თი ნა­კა­დი, ამი­ტომ რო­გო­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­საც არ უნდა იყოს ქვე­ყა­ნა, ყო­ვე­ლი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვა გან­ხი­ლუ­ლი უნდა იყოს ცალ­კე. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, რომ თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ი­ყე­ნოს თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის ზო­გა­დი პრინ­ცი­პი. ამ სა­კი­თხებ­ზე მი­დის მსჯე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტშიც. ზო­გა­დად ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ეს სა­კი­თხი და ზო­გა­დად შენ­გე­ნის სივ­რცეს­თან წვდო­მა. თუ ამა­ზე არ ვი­მუ­შა­ვეთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­საც შე­ე­ზღუ­დოს თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მა ევ­რო­პას­თან. ამი­ტო­მაა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღრმა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ამ სა­კი­თხებ­ზე – კონ­კრე­ტუ­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ის ურ­თი­ერ­თგაც­ვლის კუ­თხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. ასე­თი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უფრო ნა­ყო­ფი­ერს გახ­დის თი­თო­ე­უ­ლი მხა­რის მუ­შა­ო­ბას…

სა­ქარ­თვე­ლო არის უსაფრ­თხო ქვე­ყა­ნა, ქვე­ყა­ნა, სა­დაც არ არის ომი და მი­იჩ­ნე­ვა, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი ქვე­ყა­ნა. ქარ­თვე­ლებ­მა უნდა იმოგ­ზა­უ­რონ ყველ­გან, მათ შო­რის, საფ­რან­გეთ­ში, მაგ­რამ ისი­ნი ოც­ნე­ბო­ბენ ელ­დო­რა­დო­ზე და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში, მა­გა­ლი­თად, საფ­რან­გეთ­ში, არ ხვდე­ბათ ის პი­რო­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ოც­ნე­ბობ­დნენ. ამ გზას ჩვენ უკვე და­ვა­დე­ქით, ამ სა­ხით თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, გა­მო­ი­ხა­ტა სურ­ვი­ლი ორი­ვე მხრი­დან, რომ ვებ­რძო­ლოთ უკა­ნო­ნო თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლებს. ეს არის დიდი თა­ვის ტკი­ვი­ლი საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბის­თვის და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რად­გან ეს არ არის ნორ­მა­ლუ­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლო პირ­ვე­ლი იყოს ამ­ჟა­მად თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ მო­თხოვ­ნას არა­ნა­ი­რად არ ამარ­თლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი არ არის, ამის გამო, სა­ქარ­თვე­ლო ბუ­ნებ­რი­ვად, საფ­რან­გე­თის და ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან მი­იჩ­ნე­ვა, რო­გორც სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. სა­ქარ­თვე­ლო არის დი­ნა­მი­უ­რი ქვე­ყა­ნა და თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვ­ნელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან ერ­თგვა­რი ანო­მა­ლი­აა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­უ­ბა­რი გვქონ­და ჩვენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. საფ­რან­გეთს პრაქ­ტი­კუ­ლად არ შე­უძ­ლია, რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღოს ყვე­ლა, ვი­საც სჭირ­დე­ბა დაც­ვა. ბა­ტო­ნო მი­ნის­ტრო, ჩვენ უკვე და­ვი­წყეთ მოქ­მე­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან გა­მო­ით­ქვა გარ­კვე­უ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ გა­ვა­გე­ბი­ნოთ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი, ვინც ოც­ნე­ბო­ბენ სა­ოც­ნე­ბო ქვე­ყა­ნა­ზე, ასე ად­ვი­ლი არ იქ­ნე­ბა და ჩვენ რე­გუ­ლა­რუ­ლად ვმუ­შა­ობთ ამ სა­კი­თხზე. ასე­ვე ვი­სა­უბ­რეთ, იმ სა­კი­თხზე, რომ მარ­ტი­ვად მოხ­დეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და კა­რის­ტოფ კას­ტა­ნერ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, საფ­რან­გეთ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა გარ­და, ქარ­თვე­ლე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მო­თხოვ­ნი­თაც ჩა­დი­ან. ფრან­გი შს მი­ნის­ტრი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არც ამის სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს.

„ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით ჩა­მო­დის საფ­რან­გეთ­ში, გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის გამო, თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­უძ­ლი­ათ მათ მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი მკურ­ნა­ლო­ბა. უშუ­ა­ლოდ ისი­ნი იქ­ნე­ბი­ან მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­თაც რე­ა­ლუ­რად სჭირ­დე­ბათ საფ­რან­გე­თის დახ­მა­რე­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით. თავ­შე­საფ­რის მომ­თხოვნთა დო­სი­ე­ბის გან­ხილ­ვა ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრო­ცესს კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს. რა თქმა უნდა, ამას დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბიც უდ­გას გვერ­დით, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ტო­ვე­ბენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოს გარ­კვე­უ­ლი იმე­დით და ისი­ნი უნდა დაბ­რუნ­დნენ უკან. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ჩვენს შო­რის ასე­თი ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და სა­უ­ბა­რი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ჩვენ ერ­თად უნდა ვებ­რძო­ლოთ არა­კა­ნო­ნი­ერ ემიგ­რა­ცი­ას. ვი­სა­უბ­რეთ, რომ ყო­ველ­თვი­უ­რად მოხ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის ურ­თი­ერ­თგაც­ვლა. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რათა შე­წყდეს არა­კა­ნო­ნი­ე­რი ემიგ­რა­ცი­ის წყა­რო. უფრო მე­ტად უნდა გა­ვა­უმ­ჯო­ბე­სოთ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და გა­ვაღ­რმა­ოთ ისი­ნი. ჩვენს შო­რის არ­სე­ბობს ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა ამ მას­პინ­ძლო­ბის­თვის და ნა­ყო­ფი­ე­რი მუ­შა­ო­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და კა­რის­ტოფ კას­ტა­ნერ­მა.

საფ­რან­გე­თის შს მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე ქარ­თველ კო­ლე­გას­თან არ უსა­უბ­რია, თუმ­ცა მისი ამოქ­მე­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

რო­გორც კრის­ტოფ კას­ტა­ნერ­მა აღ­ნიშ­ნა, საფ­რან­გეთ­ში საგ­რძნობ­ლა­დაა გაზ­რდი­ლი თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რი­ცხვი, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­ჩე­რე­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში არ დგას.

შს მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა უვი­ზო მი­მოს­ვლის მი­ღე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა მი­ნის­ტრი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ევ­რო­პელ კო­ლე­გებ­თან ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით, ამ მო­ნა­ცე­მებს შე­ამ­ცი­რე­ბენ.

„ვა­დას­ტუ­რებ, რომ საფ­რან­გეთ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის ზრდა არის და ეს ფაქ­ტია, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტა­ტის­ტი­კაა. ამის ახ­სნა ბევ­რი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის გახ­ლავთ, რომ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვმუ­შა­ობთ და გვაქვს კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ეს გეგ­მა შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა. მსგავ­სი გეგ­მე­ბი ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ და იქ პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი უკვე გვაქვს. საფ­რან­გეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ის­ტო­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვე, თუნ­დაც კულ­ტუ­რულ დო­ნე­ზე, და­მა­ტე­ბი­თი მო­ტი­ვია, რომ ნა­კა­დი საფ­რან­გე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით მა­ღა­ლია. ამას ჩვე­ნი მხრი­და­ნაც შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი, მეტი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და კონ­ცენ­ტრა­ცია სჭირ­დე­ბა, რაც ჩვენ დავ­გეგ­მეთ…

და­ახ­ლო­ე­ბით 2 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო მი­მოს­ვლა აქვს და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ახ­ლო­ე­ბით 400 000-ზე მეტ­მა ქარ­თველ­მა იმოგ­ზა­უ­რა ევ­რო­პა­ში, მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი არა­ნა­ი­რი კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვია. მათი სრუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა დაბ­რუნ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო მეტი ევ­რო­პა მო­ი­ტა­ნეს, ისე­ვე, რო­გორც მეტი კულ­ტუ­რუ­ლი გაც­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ. რა თქმა უნდა, გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ­სე­ბობს, ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი მათ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მაა. ეს მიღ­წე­ვა უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ იმის­თვის, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბა იყოს, რო­გორც ქვეყ­ნის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არა ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან შემ­დგა­რი რა­ღაც მო­ცე­მუ­ლო­ბა. გა­მოწ­ვე­ვებს ვპა­სუ­ხობთ და ვი­ცით, რომ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნა შს მი­ნის­ტრმა.

რო­გორც დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი საფ­რან­გეთ­ში იმ ქა­ლა­ქებ­ში იქ­ნე­ბი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­დან პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბი არ­სე­ბობს.

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით იქ­ნე­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი.

„უვი­ზო მი­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლოს ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი მიღ­წე­ვაა. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ჩვენს კო­ლე­გებს, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მით, რას ნიშ­ნავს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვით­რე­ბის­თვის ამ მიღ­წე­ვის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და რა თქმა უნდა, ეს მიღ­წე­ვა არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ დგას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ, თუმ­ცა ჩვე­ნი მხრი­დან გარ­კვე­ულ კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას მო­ი­თხოვს. ასე­თი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავგდით ჩვე­ნით და­მო­უ­კი­დებ­ლად.

სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გორც საფ­რან­გე­თი­დან იქ­ნე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი, ასე­ვე ქარ­თუ­ლი სა­ი­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან საფ­რან­გეთ­ში, იმ ქა­ლა­ქებ­ში, სა­დაც იქ­ნე­ბა პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი. იმის­თვის, რომ ჩვენ წი­ნას­წარ მო­ვა­ხერ­ხოთ იმ რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს შემ­დგომ თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის კონ­ტექ­სტში. ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი აქ არის პრე­ვენ­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა“, – აცხა­დებს შს მი­ნის­ტრი.

 

წყარო: www.ambebi.ge

onalem

ტესტ