fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი 11 წელი ცდილობდა არალეგალი ემიგრანტის ქვეყნიდან დადეპორტებას

ეს ის შემთხვევაა, როდესაც საბერძნეთის ხელისუფლება უძლური აღმოჩნდა არალეგალი ემიგრანტის წინაშე, რომელსაც ქვეყნიდან 11 წლის მანძილზე ვერ აძევებდა. ეს იყო ადამიანი 9 სხვადასხვა სახელით, დაბადების სამი სხვადასხვა თარიღით და სამი სხვადასხვა ზედმეტსახელით. ის საბერძნეთში 2008 წელს შემოვიდა და პოლიციას მთელი 11 წელი დასჭირდა მისი ქვეყნიდან დასადეპორტებლად, რადგან ვერ ახერხებდნენ გაეგოთ, თუ რა ეროვნების იყო რეალურად.

კერძოდ, მამაკაცი რამდენიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული, თუმცა, ციხეს მალ-მალე ტოვებდა. თითოეული გათავისუფლების მომენტისთვის პოლიციამ არ იცოდა, იყო ის პალესტინიდან თუ ალჟირიდან, თავდაპირველად არცერთი ქვეყნის უწყებაში არ ფიქსირდებოდა, როგორც მოქალაქე, ამიტომ ქვეყნიდან  ვერ აძევებდნენ და ის საბერძნეთში კვლავ თავისუფლად დადიოდა, ცხადია, მანამდე, ვიდრე კიდევ დააპატიმრებდნენ.

მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში ალჟირის მოქალაქე აღმოჩნდა, არ ამჟღავნებდა საკუთარი რეალურ ვინაობას. 2018 წელს ის ტრიკალას ციხიდან გაათავისუფლეს და ორი დღის შემდეგ ალჟირის საკონსულოში გადაიყვანეს, სადაც მისი ქვეყნის მოქალაქეობა დადასტურდა. მიუხედავად ამისა, მას არ ჰქონდა არანაირი საბუთი, რის გამოც კიდევ ორი თვით ჩასვეს ციხეში, ვიდრე დეპორტაციის პროცესისთვის საჭირო დოკუმენტები შეგროვდებოდა. თუმცა, ეს პროცესი ზედმეტად გაიწელა.

საბოლოოდ, 11 წლის შემდეგ, 2019 წლის 7 მაისს, საბერძნეთის ხელისუფლებამ მოახერხა და მიდი დეპორტაცია განხორციელდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მასთან ერთად თვითმფრინავით იმგზავრა და ალჟირში გაჰყვა სამი ბერძენი პოლიციელი, რათა საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ემიგრანტი ნამდვილად დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში.

 

onalem

ტესტ