fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციამ დააკავა სასტუმროს მეპატრონე, რომელიც უსაბუთო მიგრანტებს დღეში 50 ევროს ართმევდა საცხოვრებლისთვის

საბერძნეთის პოლიციამ სპეციალური ოპერაციის შედეგად დააკავა 49 წლის მამაკაცი, რომელიც კუნძულ როდოსზე სასტუმროს მფლობს და საკუთარ დაწესებულებაში არალეგალ მიგრანტებს მასპინძლობდა. ცხადია, მისი მასპინძლობა არ იყო უანგარო და თითოეული მათგანისგან დღეში 50 ევროს იღებდა საცხოვრებლის სანაცვლოდ.

საქმის მასალების მიხედვით, საუბარია უნგრეთის მოქალაქეზე, რომელსაც თავის სასტუმროში 91 არალეგალი მიგრანტი ჰყავდა. მიგრანტები კუნძულზე დაახლოებით 15 დღის წინ ჩავიდნენ, თურქეთიდან, არალეგალური გზით, რა თქმა უნდა, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. ბიზნესმენმა კი, შემთხვევით ისარგებლა და მათგან ღამის გათევაში 50 ევროს იღებდა.

უნგრელის გარდა, დააკავეს პალესტინელი მამაკაციც, რომელიც მისი მარჯვენა ხელი იყო და როგორც ჩანს, მიგრანტებთან კომუნიკაციაში ეხმარებოდა, რადგან ენის ბარიერი ჰქონდათ.

ორივე დაკავებული შესაბამის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო რაც შეეხებათ უსაბუთო მიგრანტებს, მათი დეპორტაციის ფორმალური პროცედურები უკვე დაწყებულია.

onalem

ტესტ