fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი სისასტიკე კუნძულ პაროსზე: უცნობმა პირებმა ყვავი მოკლეს და ჯვარზე გააკრეს

ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის მორიგი ინციდენტი დაფიქსირდა კუნძულ პაროსზე, სადაც ამჯერად ფრინველს, კერძოდ კი, ყვავს გაუსწორდნენ ფიზიკურად. თუმცა, ეს არ არის უბრალოდ მკვლელობა და ფრინველის წამება, არამედ წარმოუდგენელი ქმედებაც – ის ბოლოს ჯვარზე გააკრეს.

სოტირის ძაფამ, რომლემაც პირველმა გამოაქვეყნა აღნიშნული სისასტიკის ამსახველი კადრები, წერს, რომ ეს არ არის ტურისტული პაროსი: “დასკვნები თქვენ თავად გამოიტანეთ. სამწუხაროა, რომ არსებობენ პაროსელები, რომლებიც ასეთ დაბალ დონეზე არიან და ასევე, არსებობენ ისინიც, ვინც ასეთ დონეზე მყოფ ადამიანებს იტანენ. ეს საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციაა, დიდი სირცხვილი!”

მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა შესაბამისი საჩივარი, სისასტიკის ჩამდენი პირი ოპოვეს და დააკავეს, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა.

“ეს არის საზიზღარი ქმედება, რომლის ჩამდენიც პოლიციამ იპოვა და დააკავა, საზოგადოება ერთხმად გმობს მსგავს საქციელს,” განაცხადა პაროსის მერმა.

onalem

ტესტ