fbpx
საბერძნეთი

“მემგონი მოვკალით, გეუბნები, მოვკალით, ჩქარა უნდა წავიდეთ” – პოლიციელზე თავდამსხმელი ციხეში გადაიყვანეს

გასული სამშაბათი მძიმე იყო საზოგადოებისთვის, რომელიც, თითქოს, ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი პოლიციის წინააღმდეგაა, მეორე ნაწილი კი, ოფიცრებზე ძალადობასაც გმობს, მოქალაქეებზე ძალადობის პარალელურად.

ნეა სმირნიში პოლიციელზე თავდამსხმელი 23 წლის მამაკაცი მალევე დააკავეს და როგორც ირკვევა, ის უკვე ციხეში გადაიყვანეს. მას უმძიმესი ბრალდება აქვს, მკვლელობის მცდელობა.

როგორც უკვე ცნობილია, როცა ოფიცერს სასტიკად სცემდნენ, ამბობდნენ, რომ ადგილზე უნდა მომკვდარიყო, ამას გარდა გავრცელდა დიალოგი, რომელიც თავდამსხმელებს გაქცევისას ჰქონდათ:

– წავიდეთ, მემგონი მოვკალით.
– ნამდვილად?
– გეუბნები, მოვკალით. უნდა წავიდეთ.
– ჰო, ჰო. აიყვანე მოტოციკლი და წადი.

აღნიშნული ამყარებს ვარაუდს, რომ თავდამსხმელთა მიზანი მკვლელობა იყო და ისინი იმდენად გამეტებით ურყამდნენ ოფიცერს, რომ იფიქრეს, რომ ნამდვილად მოკლეს.

onalem

ტესტ