fbpx
საბერძნეთი

ათენში ღამის კლუბი ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა: მიმტანებით, მომღერლებითა და სტუმრებით

პოლიციის ოფიცრები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც შემოწმებაზე მისვლისას ერთ-ერთ ღამის კლუბში აღმოაჩინეს როგორც კლიენტები, ასევე მიმტანები და ცოცხალი მუსიკა. კლუბი ისე მუშაობდა, თითქოს ქვეყანაში არ არსებობდეს კარანტინი.

ირკვევა, რომ აღნიშნულ კლუბს ადრეც ჰქონდა მსუბუქი დარღვევები და აქედან გამომდინარე მოექცა პოლიციის კონტროლის ქვეშ. ოფიცრები ამბობენ, რომ ადგილზე იმყოფებოდა მინიმუმ 20 სტუმარი, ასევე, მომღერალი და მიმტანები. გამოიწერა ჯარიმები და დააკავეს რამდენიმე პასუხისმგებელი პირი.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, თუკი რაიმე იციან მსგავსი დარღვევების შესახებ, დაუკავშირდნენ პოლიციას, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს კორონავირუსის გავრცელება და დაცული იყოს ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

onalem

ტესტ