fbpx
საბერძნეთი

კადრები, რომლებიც ეპიდმდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს: ათობით ადამიანი ქსანთიში კარნავალს აღნიშნავდა

ქსანთიდან გავრცელებულმა კადრებმა პროფესორთა დიდი შეშფოთება გამოიწვია. ირკვევა, რომ ქალაქის ცენტრში ათობით ადამიანი იყო შეკრებილი და კარნავალს აღნიშნავდა.

როგორც უკვე ცნობილია, კარანტინის გამო, ყველანაირი ღონისძიება გაუქმებულია და ცხადია, აკრძალული იყო მსვლელობები და ხალხის შეკრება, მიუხედავად ამისა, ქსანთიში მაინც შეიკრიბნენ და ცეკვავდნენ, ჰქონდათ სპეციალური შუშხუნებიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სიტუაციის განმუხტვა პოლიციამ სცადა და შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა.

ექსპერტები აღნიშნულ მოვლენას ნამდვილ “ბომბს” უწოდებენ და დარწმუნებულები არიან, რომ ქსანთიში ეპიდმდგომარეობა დამძიმდება.

onalem

ტესტ