fbpx
საბერძნეთი

“ეჭვი არ არის, რომ კარანტინი არაეფექტურია, უნდა გაიხსნას კაფეები, რომ ხალხმა ერთმანეთის სახლებში აღარ იაროს” – თეოდოროს ვასილაკოპულოს

პნევმოლოგიის პროფესორმა, თეოდოროს ვასილაკოპულომ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ამჯამინდელ კარანტინის პირობებს არანაირი აზრი არ აქვს და რომ ადამიანები საერთოდ ვეღარ აღიქვამენ მას.

“ეჭვგარეშეა, რომ კარანტინის პირობები არაეფექტურია. ხალხი არ იცავს ზომებს შესაბამისად, რადგან არის ძალიან დაღლილი და აქვთ ეჭვები. ეს ყველაფერი ლოგიკურია. პარალელურად კი, გვაქვს მუტაციები.

ათენში ჯანდაცვის სისტემა განადგურების ზღვარზეა და არსებული მდგომარეობა არის ტრაგიკული. 

ჩემი მოწოდებაა, რომ მომდევნო კვირას უნდა გაიხსნას გარკვეული დაწესებულებები, ის კაფეები და ტავერნები მაინც, რომელთაც აქვთ გარე ტერიტორიები და ხალხს გარეთ დასხდომა შეეძლება. ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს, რათა ადამიანებმა შეძლონ, დისტანციის დაცვით, ყავის კაფეში დალევა და არა ერთმანეთის სახლებში სიარული ან პარკებსა და სკვერებში, დისტანციების გარეშე ჯდომა.

საავადმყოფოები სავსეა ხალხით, რომლებსაც ან ნათესაური კავშირი აქვთ ან მეგობრები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვირუსს ვავრცელებთ ერთმანეთის სახლებში. ვერაფერი გვიშველის, თუკი პარკებში შევიკრიბებით. საჭიროა ჭკვიანური გადაწყვეტილებები, რათა ვირუსის გავრცელება შეწყდეს,” ამბობს პროფესორი.

onalem

ტესტ