fbpx
რელიგიასაბერძნეთი

აქსიონ ესტის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ათონის მთას იშვიათად ტოვებს, ათენში ჩამოაბრძანებენ

ბერძნული მედია იშვიათი მოვლენის შესახებ იუწყება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანი მრევლისთვის. ათენში ჩამოაბრძანებენ აქსიონ ესტის ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ათონის მთაზე არსებული ხატია და იქაურობას თითქმის არასოდეს ტოვებს.

აღნიშნული პროცესისთვის დანიშნულია სპეციალური რეისი, რომელსაც Aegean-ის ავიახაზები განახორციელებს. დაახლოებით 14:00 საათისთვის ღვთისმშობლის ხატი ათენის საერთაშორისო აეროპორტში იქნება, სადაც არქიეპისკოპოსი იერონიმე დახვდება.

აქსიონ ესტის ხატი ათონის მთის უმნიშვნელოვანეს რელიქვიად ითვლება, ის პროტატუს ტაძარში ინახება და ათონის მთას იშვიათად ტოვებს.

ხატს მიტროპოლეოს მოედანზე საგანგებოდ დახვდებიან და ცხადია, ადგილზე იქნებიან სხვადასხვა მაღალი იერარქიის წარმომადგენლები.

აქსიონ ესტის ხატი ათენის ცენტრში, მიტროპოლის ტაძარში 15 მაისამდე იქნება დასვენებული.

onalem

ტესტ