fbpx
საბერძნეთი

“მონები არ ვართ, რომ ვიმუშაოთ ყოველდღე 12 საათი 1,200 ევროზე” – ბერძნები, რომლებიც სამსახურზე უარს ამბობენ

ახალი ამბავი არ არის, რომ სეზონურ სამსახურებში პერსონალის სერიოზული დეფიციტია. სხვადასხვა დაწესებულებები მუშახელს ეძებენ, მაგრამ ადგილობრივები უარს ამბობენ შეთავაზებებზე, რადგან ფიქრობენ, რომ პირობები არაადამიანურია და ისინი, უბრალოდ, მონები არ არიან.

მედიასთან საუბრობს ერთ-ერთი გოგონა, რომელიც სეზონურ სამსახურში ორი წელი მუშაობდა, ხოლო წელს უკვე უარი თქვა იმ პირობებზე, რაც დამსაქმებელმა შესთავაზა:

“ორი წელი ვმუშაობდი სეზონურად. ჩემი პირობები მაშინ იყო კვირაში 5 დღიანი სამსახური, ცხადია, უზრუნველყოფილი უნდა ვყოფილიყავი საცხოვრებლითა და კვებით. ხელფასი 1,500 ევროს შეადგენდა. წელს კვლავ მაქვს შემოთავაზება, მაგრამ პირობები შეცვლილია. კვირაში 7 დღე უნდა იმუშაო, ხელფასი 1,200 ევროა, საათები კი დღეში 12 საათი. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის არის, რომ რამდენიმე ადამიანთან ერთად უნდა იცხოვრო და თუკი ამაზე არ ხარ თანახმა, მაშინ ცალკე უნდა იქირავო ბინა, საკუთარი ხარჯებით. 

და ამ ყველაფრის შემდეგ გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ ახალგაზრდებს მუშაობა არ უნდათ?! სჯობს, იკითხონ, რატომ არ გვინდა ასეთ პირობებში მუშაობა! იმიტომ, რომ მონები არ ვართ!” – ამბობს გოგონა.

როგორც ირკვევა, 2023 წელი საბერძნეთში ტურისტების რაოდენობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იქნება, შესაბამისად, სხვადასხვა ბიზნესს საკმაოდ გაუჭირდება, პერსონალის არ არსებობის გამო. ამას გარდა, მეორეს მხრივ, ზედმეტი ტვირთი დააწვებათ იმ თანამშრომლებს, რომლებიც უკვე მუშაობენ აღნიშნულ დაწესებულებებში.

onalem

ტესტ