fbpx
საბერძნეთი

“ტურიზმი ყველასთვის” 2023 – როდის იხსნება პლატფორმა განაცხადების შესავსებად დასვენების დაფინანსებისთვის

სახელმწიფოს მხრიდან შვებულების სუბსიდირების პროგრამა ჯერ კიდევ მოქმედებს და მას შემდეგ, რაც სოციალური ტურიზმის პლატფორმა გაიხსნება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება პლატფორმა პროგრამისთვის “ტურიზმი ყველას”.

სოციალური ტურიზმის შეღავათის მისაღებად სისტემა გაიხსნება ივნისის დასაწყისში, ხოლო ივნისის თვის ბოლოსთვის გაიხსნება პროგრამისთვის “ტურიზმი ყველას”. დაახლოებით 125.000 ბენეფიციარი მიიღებს ვაუჩერს 150 ევროს ოდენობით. ამ დროისთვის არსებული კრიტერიუმების მიხედვით, იმისთვის, რომ განაცხადი დაგიკმაყოფილდეთ, უნდა ერგებოდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

წელიწადში უნდა გქონდეთ შემოსავალი მაქსიმუმ 16.000 ევრო, თუ მარტო ხართ.

მშობელი, 1 შვილით, – 17.500 ევრო.

2 შვილით – 19.000 ევრო.

3 შვილით – 21.000 ევრო.

3-ზე მეტი შვილი წელიწადში 26.000 ევრო.

დაოჯახებულნი (ქორწინება ან თანაცხოვრების შეთანხმება):

ბავშვების გარეშე მაქსიმალური შემოსავალი 28.000 ევრო.

წყვილი, 1 შვილით, მაქსიმალური შემოსავალი 29.500 ევრო.

წყვილი, 2 შვილით, მაქსიმალური შემოსავალი 31.000 ევრო.

წყვილი, 3 შვილით, მაქსიმალური შემოსავალი 33.000 ევრო.

3 და მეტი შვილი 38.000 ევრო.

განაცხადების გასაკეთებლად შეგიძლიათ მიმართოთ პირად ბუღალტერს.

onalem

ტესტ