fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთში მოდის ურთულესი კვირა, ქარის ძალა 9 ბალს მიაღწევს” – მინისტრის გაფრთხილება მოსახლეობას

კრიზისული სიტუაციების მართვის მინისტრმა, ვასილის კიკილიასმა საგანგებო განცხადება გაავრცელა მომდევნო კვირასთან დაკავშირებით და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა. ასევე, დასძინა, რომ აგიოს სტეფანოს ტერიტორიაზე დააკავეს 87 წლის მამაკაცი, რომელსაც ბრალად ხანძრის გაჩენა ედება.

“ხვალიდან, ორშაბათიდან, რთული კვირა გველის, გვექნება ძლიერი ქარი საბერძნეთის ძალიან ბევრ რეგიონში, რომლის ძალაც 7-8 და ზოგან 9 ბალსაც კი მიაღწევს. სწორედ ამ კონტექსტში, ყველა მოქალაქეს დიდი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოვუწოდებთ.

ჩვენ ვცხოვრობთ კლიმატური კრიზისის პერიოდში და ვხედავთ, რომ მაგალითად კორფუზე გასულ კვირას დიდი ხანძარი გაჩნდა, ხოლო გუშინ ძლიერი წვიმა გვქონდა, ეს კონტრასტი ნამდვილად თვალშისაცემია. პარალელურად, ამ კატასტროფებში ადამიანიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

წუხელ აგიოს სტეფანოს ტერიტორიაზე დააკავეს 87 წლის მამაკაცი, რომელსაც თავისი მანქანით აალებადი მასალები გადაჰქონდა. მან ცეცხლის გაჩენა მოახერხა, მაგრამ სახანძრო ბრიგადამ, საბედნიეროდ, მალევე ჩააქრო ის.

სახელმწიფო ყოველწლიურად გამოყოფს თანხებს დასაუფთავებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად, დასუფთავება უნდა იყოს დროული, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძრის კერების გაფართოვება,” განაცხადა ვასილის კიკილიასმა.

onalem

ტესტ