fbpx
საბერძნეთი

თონე “საქართველო” 5 წლის გახდა!

ზუსტად 5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თონე საქართველოს დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, თქვენთვის გემრიელობები შეექმნათ! დღეს ეს არაჩვეულებრივი ობიექტი 5 წლის გახდა და შეუძლებელია არ აღინიშნოს, თუ როგორ დაიწყეს და სადამდე მივიდნენ დაუღალავი შრომით.

ამ თონის უკან ერთი ოჯახი დგას და ყველა ეტაპზე ამტკიცებენ, თუ რამდენად შეყვარებულები არიან საკუთარ საქმეზე. მათ მცირედით დაიწყეს და ჰქონდათ კითხვა, საერთოდ მივიდოდა თუ არა ვინმე მათი ნახელავის დასაგემოვნებლად, დღეს კი, ხედავთ, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა და წარმატების გზაზე დაშვებული შეცდომებისა, ცდას ნამდვილად აქვს აზრი, თუკი დაუღალავად იშრომებ და დაისახავ მიზანს.

დღეს თონე “საქართველო” აღარ შემოიფარგლება ორი მაგიდითა და რამდენიმე სკამით, ის გაფართოვდა და არც მეტი, არც ნაკლები, 20 ადამიანი დაასაქმა, რაც ცალკეულად კიდევ ერთი წარმატებაა ბიზნესისთვის. ვულოცავთ მათ 5 წლის იუბილეს და კიდევ უფრო მეტ წინსვლას ვუსურვებთ!

თონე “საქართველოს” მისამართია: პლატია თიმარაკია, აგიოს ნიკოლაოს, ათენი
ტელ: 211 4139925 & 699 7742066

onalem

ტესტ