fbpx
საბერძნეთი

ბერძენი მამაკაცი ტურისტების ოთახებში ფანჯრიდან ძვრებოდა და ყველაფერ ღირებულს იპარავდა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ბრალად მრავალჯერადი ქურდობა ედება. საუბარია ბერძენ მამაკაცზე, რომელსაც კუნძულ კერკირაზე მიზანში ტურისტები ჰყავდა ამოღებული, მაგრამ მათ არ ძარცვავდა გარეთ, არამედ მათსავე ოთახებში.

კერძოდ, ბერძენი მამაკაცი პოლიციამ გუშინ დააკავა და გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სასტუმროში ტურისტებს ჯერ უთვალთვალებდა, როცა ოთახებს ტოვებდნენ, იქ ფანჯრიდან ძვრებოდა და იპარავდა ყველაფერს, რასაც ღირებულად თვლიდა.

პოლიციამ მას აღმოუჩინა ნაღდი ფული, 230 ევროს ოდენობით, დოკუმენტაცია და სხვა ნივთები, რომელთა ღირებულებაც ჯამში 1,300 ევრომდეა.

 

onalem

ტესტ