fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ევროკავშირში უძრავი ქონების ბაზარზე საბერძნეთი უდავოდ ყველაზე ცუდი მოთამაშეა

Eurostat-ის მონაცემებით, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, საბერძნეთი უძრავი ქონების ბაზარზე დიდი მაჩვენებლით ჩამორჩება სხვა ქვეყნებს. ქვეყანა ადგილობრივი ფასების ყველაზე სწრაფ ვარდნას აფიქსირებს და ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 1,8%-ია.

ეს ოთხჯერ მეტია ხორვატიის მაჩვენებელზე, რომელიც ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად ითვლებოდა ევროკავშირში. აქ ფასების ვარდნა 0,4%-ია, იანვარ-მარტის თვეების მონაცემებით. ახლა კი ის საბერძნეთმა ჩაანაცვლა.

უძრავი ქონების ფასების საერთო საშუალო მაჩვენებლის ვარდნა საბერძნეთში, 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით, თითქმის 42%-ს შეადგენს.

საბერძნეთის ბანკის ინფორმაციით, საბერძნეთის ორ უდიდეს ქალაქში ქონების ღირებულების ვარდნა შემდეგია: ათენი – 44,1%, ხოლო თესანოლიკი – 46,3%.

onalem

ტესტ