fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

განგაში საბერძნეთში: გაურკვეველი მიზეზით 300 ადამიანია მოწამლული

ΚΕΕΛΠΝΟ-ს ინფორმაციით, 300-მდე ადამიანს აღენიშნება დიარეა, ღებინება და ძლიერი ტკივილი მუცლის არეში. ანალიზების შედეგად, რომელიც პაციენტებს ჩაუტარდათ, ნეგატიური პასუხია სალმონელასა და მსგავს ბაქტერიებზე. სწორედ ამიტომ, ექიმები დაბნეულები არიან.

როგორც ცნობილია, 48 საათის მანძილზე კასტორიაში უამრავმა ადამიანმა მიაკითხა საავადმყოფოებს ზუსტად ერთი და იგივე სიმპტომებით. ექსპერტები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი მიიტანონ საკვებზე, რადგან ეს ადამიანები საერთო სუფრაზე არ ყოფილან.

ამ დროისთვის არის მხოლოდ ერთი ვარაუდი, რომ ხალხი წყლით იწამლება.

მიმდინარეობს გამოკვლევები კონკრეტული მიზეზის დასადგენად, რათა როგორმე მოხდეს ეპიდემიის გავრცელების აღმოფხვრა.

onalem

ტესტ