fbpx
საზოგადოება

ათენის აეროპორტი: ქალმა, რომელიც პირბადის გაკეთებაზე უარს ამბობდა, თვითმფრინავში გონება დაკარგა

ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავმა რეისის დროულად შესრულება ვერ მოახერხა, რადგან ერთ-ერთმა მგზავრმა პირბადის ტარებაზე მკაცრი უარი განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით რეისი, ათენი-ირაკლიო, 22:40 საათზე უნდა გაფრენილიყო. მგზავრი ქალბატონი ბორტზე დაგვიანებით და თანაც პირბადის გარეშე გამოცხადდა. როდესაც გამცილებლებმა მას მოსთხოვეს, რომ ნიღაბი გაეკეთებინა, მკაცრი უარი განაცხადა და სხვა ადგილას გადაჯდა.

ირკვევა, რომ მისი ქცევა სხვა მგზავრებმაც გააპროტესტეს, რის გამოც ეკიპაჟმა დაცვა გამოიძახა, სიტუაციის დასარეგულირებლად. ამ შეხლა-შემოხლის ფონზე ქალმა გონება დაკარგა და მისი თვითმფრინავიდან ჩამოყვანა გახდა საჭირო, შემდეგ კი ადგილზე სასწრაფო დახმარება მობილიზდა.

ამ დრომდე გაუგებარია, როგორ შეძლო აღნიშნულმა ქალბატონმა თვითმფრინავამდე მისვლა ისე, რომ პასპორტის კონტროლის გავლისას არავინ მოსთხოვა ეტარებინა პირბადე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული.

 

onalem

ტესტ