fbpx
საზოგადოება

ალბანელმა ქალმა ბერძნებს 10.000 ევრო მოპარა, შემდეგ ინანა და უკან დაუბრუნა

უჩვეულო შემთხვევა ვოლოსში მოხდა, სადაც 42 წლის ალბანელი ქალი 60 წლის ბერძენი მეგობრის ოჯახში სტუმრად მივიდა. კონკრეტულ მომენტში, როდესაც ოთახიდან ყველა გავიდა, დრო იხელთა და სახლიდან 10.000 ევრო აიღო. როგორც ირკვევა, მან იცოდა, თუ სად ინახებოდა თანხა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევს ღამით მოხდა და მათ მაშინვე განაცხადეს პოლიციაში, მხოლოდ სატელეფონო ზარის საშუალებით. მეორე დილით კი ალბანელი ბერძნებთან დაბრუნდა და თანხა უკან დაუბრუნა, რადგან საკუთარ ნამოქმედარი ინანა.

მიუხედავად ამისა, 60 წლის მამაკაცი მაინც წავიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ იმ დილით, ცოტა ხნის წინ, ვიდრე განყოფილებაში მივიდოდა, მოპარული თანხა უკან მიიღო, თუმცა, ფაქტი იყო, რომ ალბანელმა ქურდობა ჩაიდინა.

ვოლოსის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ