fbpx
საბერძნეთი

35 წლის ქალმა საცხობიდან 112 ევროს ნამცხვრები წაიღო, რადგან უფროსი ხელფასს არ უხდიდა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მესინიაში მოხდა. 35 წლის ქალმა, საცხობიდან, სადაც მუშაობდა, 112 ევროს ღირებულების ნამცხვრები თავის მანქანაში ჩაალაგა და უფროსს უთხრა, რომ საფასურის გადახდას არ აპირებდა, რადგან თავად ჰქონდა მისი ვალი.

როგორც ირკვევა, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თანამშრომლის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ოფიცრებმა მოგვიანებით დააკავეს 35 წლის ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ეს ქურდობა არ იყო, არამედ დამსაქმებელი გააფრთხილა, რომ ნამცხვრები იმიტომ მიჰქონდა, რომ კუთვნილ ხელფასს არ უხდიდა.

სასამართლოს შემდეგ ქალი გაათავისუფლეს, ტკბილეული კი საცხობში დაბრუნდა, თუმცა, ცხადია, მამაკაცმა თანამშრომელი უკან აღარ მიიღო.

 

onalem

ტესტ