fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციის ოპერაცია ათენის ცენტრში – დაკავებულია მინიმუმ 10 ადამიანი

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს დილიდან ათენის ცენტრში, კერძოდ, ალექსანდრას გამზირზე, საბერძნეთის პოლიცია სპეცოპერაციას აწარმოებს.

თავდაპირველად ოპერაცია დაიგეგმა კონკრეტული პირის, 27 წლის მამაკაცის დასაკავებლად, რომელსაც ბრალად Real Group-ის ოფისებზე თავდასხმა და ცეცხლის გაჩენა, ასევე მანქანებისთვის ცეცხლის წაკიდება ედება. ის ბოლო ორი თვის მანძილზე ცხოვრობდა ალექსანდრას გამზირზე, კერძოდ, “პროსფიგიკას” ტერიტორიაზე, რადგან ეჭვი ჰქონდა, რომ პოლიცია ეძებდა.

კონკრეტული პირის გარდა, როგორც ირკვევა, პოლიციამ კიდევ მინიმუმ 10 ადამიანი აიყვანა, თუმცა, მათი კონკრეტული ბრალდებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

onalem

ტესტ