fbpx
საბერძნეთი

ლატარეა კრეტაზე, რომელიც აიფონს, 1.000 ევროს ღირებულების დაკრძალვას და ტელევიზორს ათამაშებს

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კრეტაზე არსებობს ლატარეა, რომელიც იღბლიანებს სამ პრიზს სთავაზობს.

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ლატარეაში თამაშდება აიფონი, ტელევიზორი და არც მეტი, არც ნაკლები, დაკრძალვა… დიახ, სწორად წაიკითხეთ, თუ იღბლიანი აღმოჩნდებით და ლატარეაში გაიმარჯვებთ, მოიგებთ ან აიფონს, ან დაკრძალვას, რომელიც 1.000 ევროს ღირებულებისაა ან კიდევ ტელევიზორს, რომლის ღირებულებაც 900 ევროს შეადგენს და 75 ინჩიანია.

გათამაშება საახალწლო ლატარიის პირობებით თებერვლის თვეში გაიმართება და როგორც გაირკვა, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვინმემ დაკრძალვა მოიგო, ამ შემთხვევაში შეუძლია “საჩუქრად” სხვას გადასცეს…

onalem

ტესტ