fbpx
საბერძნეთი

მთელ საბერძნეთში ათობით ადამიანი სააღდგომო სუფრიდან ჭარბი საკვების მიღების გამო საავადმყოფოში მოხვდა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა ზოგი ადამიანისთვის არც თუ ისე სასიამოვნოდ ჩაიარა. უგემრიელესმა კერძებმა, რომელიც ამ დღეს ახლავს თან, ათობით ქალი და მამაკაცი “გააგზავნეს” საავადმყოფოში.

როგორც ირკვევა, 16 აპრილს, მთელი დღის მანძილზე სასწრაფო დახმარების ცენტრი იღებდა ზარებს, დახმარების თხოვნით. ისინი ამბობდნენ, რომ დახმარება სჭირდებოდათ, რადგან ჭარბი საკვები მიიღეს და თავს შეუძლოდ გრძნობდნენ, ამის გამო.

სამედიცინო ბრიგადას ბევრი მათგანის საავადმყოფოში გადაყვანა მოუწია, ხოლო ზოგიერთს ადგილზევე აღმოუჩინეს დახმარება.

 

onalem

ტესტ