fbpx
საბერძნეთი

დღეს, 17 აპრილს, ათენის საჯარო ტრანსპორტი მოძრაობს კვირა დღის განრიგით

დღეს, აღდგომის ორშაბათს, საბერძნეთში უქმე დღეა, შესაბამისად, საჯარო ტრანსპორტიც განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს.

ავტობუსები და ტროლეიბუსები 17 აპრილს მოძრაობენ კვირა დღის განრიგით, ანუ გამოივლიან 30-45 წუთში ერთხელ.

რაც შეეხება მეტროს, 1-ლი ხაზი (ტრენო/ილეკტრინო) 23:00 საათამდე მოძრაობს ყოველ 12,5 წუთში ერთხელ, ხოლო 23:00 საათის შემდეგ ყოველ 15 წუთში ერთხელ.

მე-2 და მე-3 ხაზები მოძრაობენ ყოველ 12 წუთში ერთხელ, მთელი დღის მანძილზე (აეროპორტის ხაზი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში).

ტრამვაი მოძრაობს ყოველ 15 წუთში ერთხელ.

 

onalem

ტესტ