fbpx
საბერძნეთი

“კორონავირუსის მესამე ტალღა საბერძნეთში შობის შემდეგ, ის იქნება უარესი, ვიდრე მეორე” – მატინა პაგონი

ათენი-პირეას ექიმთა გაერთიანების პრეზიდენტმა, მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ საბერძნეთში კორონავირუსის მესამე ტალღა მოსალოდნელია შობის შემდეგ და ის იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე მეორე.

“ჩვენ გვაქვს ყოველდღიურად უამრავი შემთხვევა და 3.000-სზე მეტი პაციენტი. ამავე დროს, იზრდება მართვით სუნთქვაზე მყოფთა და გარდაცვლილთა რიცხვიც. კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა ქვეყანაში მოსალოდნელია შობის შემდეგ და ვვარაუდობთ, რომ იქნება გაცილებით უარესი, ვიდრე მეორე. 

მართალია მომდევნო დღეებში ვიხილავთ ყოველდღიურად ინფიცირებულების რაოდენობის შემცირებას, მაგრამ არ შემცირდება გარდაცვლილთა და მართვით სუნთქვაზე მყოფთა რიცხვი. კარანტინი მინიმუმ 1 კვირით ისევ გადავადდება. ზომები გაცილებით ადრე უნდა მიგვეღო, განსაკუთრებით თესალონიკში, კარანტინი უნდა გამოცხადებულიყო ოქტომბრის თვეში.

იმისთვის, რომ უსაფრთხოება ვიგრძნოთ, ყოველდღიური ციფრი უნდა შემცირდეს 500-მდე მაინც, ამისგან კი ჯერ საკმაოდ შორს ვართ.

3.000 პაციენტიდან დაახლოებით 5% არის მძიმე მდგომაროებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აღსანიშნავად, საავადმყოფოებში მოთავსებულები არიან ახალგაზრდები, 18-20 წლის ასაკის,” ამბობს პაგონი.

 

onalem

ტესტ