fbpx
საბერძნეთი

თესალონიკში სახელდახელოდ საავადმყოფო გააშენეს – გარდაცვლილთა რეკოდრული რიცხვი დღესაც საბერძნეთში

გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის სისტემაზე არსებული ზეწოლის გამო, თესალონიკში, 424-ე სამხედრო საავადმყოფოს პარკინგის ტერიტორიაზე, რომელიც სხვადასხვა ოპერაციებისთვის გამოიყენება,  სახელდახელო საავადმყოფო გააშენეს.

საავადმყოფო შედგება ერთგვარი კონტეინერებისგან, რომლებშიც განთავსებულია ოფისები, ქირურგიული განყოფილებები, რეანიმაციული განყოფილებები და ა.შ.

მიზეზი, რის გამოც აღნიშნული მობილური საავადმყოფო გაშენდა, კოვიდ-19-ით ინფიცირებული პაციენტების გადაყვანა და მათი მკურნალობაა.

აღსანიშნავია, რომ რეანიმაციული საწოლების დეფიციტის გამო, კატერინში, ვერიასა და პოლიგიროშსი პაციენტებს ჩვეულებრივ პალატებში მკურნალობენ, რადგან სხვა საშუალება ფიზიკურად არ არსებობს.

დღეს საბერძნეთში კორონავირუსით კიდევ 103 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ კი ეს რიცხვი 108-ს უდრიდა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 540 პაციენტი.

 

onalem

ტესტ