fbpx
საბერძნეთი

შემოწმებებისა და კონტროლის გაძლიერება საბერძნეთში – დღეს კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო შეხვედრა დაგეგმა

როგორც უკვე ცნობილია, ექსპერტები გუშინ რეკორდულ რიცხვს ელოდნენ, რომელიც დაფიქსირდა კიდეც – გამოვლინდა 5.449 ინფიცირებული მხოლოდ ერთ დღეში, რაც განგაშის ზარი აღმოჩნდა ინფექციონისტებისთვის. დღეს, 2 ნოემბერს, დაგეგმილია სპეციალური შეხვედრა, რომელსაც საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი წარმართავს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ქვეყანაში აუცილებელი ხდება შემოწმებებისა და კონტროლის გაძლიერება, მიღებული ზომების დაცვასთან დაკავშირებით. ანუ საჭიროა გაირკვეს, რამდენად იცავს მოსახლეობა უსაფრთხოების წესებს, ვინაიდან ინფიცირებულთა რიცხვი საგანგაშოა.

ონლაინ შეხვედრის დროს კი, რომელიც მაღალჩინოსანთა მონაწილეობით გუშინაც გაიმართა, აღინიშნა, რომ მთავრობამ მეტი მონაწილეობა უნდა მიიღოს მოსახლეობაში ვაქცინაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში და კანონდარღვევების შემთხვევაში უნდა გამკაცრდეს სანქციები.

უახლოეს კვირებში საბერძნეთის პოლიცია, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, გააძლიერებს კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კირიაკოს მიცოტაკის მიერ დღეს დაგეგმილი შეხვედრის დეტალები კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ