fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში მინიმალური ხელფასი იზრდება – რა განაცხადა კირიაკოს მიცოტაკიმ?

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ მინისტრთა საბჭოს სხდომის დასაწყისში განაცხადა, რომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 2%-ით გაიზრდება.

“მინიმალური ხელფასის ეს მცირედი ზრდა ხვალინდელი დღის ოპტიმისტური გზავნილია თითოეული ადამიანისთვის. გზავნილი, რომ მეტი შეგვიძლია, რომ მეტის მოლოდინი უნდა გვქონდეს.

ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც სიმბოლური, მაგრამ ამავე დროს ძალიან რეალისტური ნაბიჯი, რომელიც აჩვენებს, რომ მთავრობის მუდმივი საზრუნავი არის ჩვენი ყველაზე სუსტი მოქალაქეების დაცვა. ამას გარდა, ეს ზრდა წარმოადგენს ოპტიმიზმის გამოხატულებას პანდემიასთან დაკავშირებული სირთულეების ფონზე,” აცხადებს მიცოტაკი.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მთავრობის პოლიტიკა არის აბსოლუტურად სოციალური ორიენტაციის და წელს უკვე ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს ადარებენ 2019 წლის შემოსავალს და არა 2020 წლის შემოსავალს, რაც ეკონომიკის ერთგვარ გამოღვიძებას ნიშნავს.

 

 

onalem

ტესტ