fbpx
საზოგადოება

სასტიკი ჩხუბი ერთი ტელეფონის გამო – 15 წლის ბიჭს გონებადაკარგულსაც ურტყამდნენ

სასტიკი შემთხვევა თესალონიკში, ევოსმოს ტერიტორიაზე მოხდა. 15 წლის მოზარდი 17-18 წლის ბიჭების დაჯგუფების მსხვერპლი გახდა, რომელთაც მისთვის მობილური ტელეფონის წართმევა სურდათ. ბავშვი თავის სერიოზული ტრამვებით საავადმყოფოშია მოთავსებული და ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული, თუ რა დაემართა.

დედა ამბობს, რომ მისი ვაჟი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც იქვე მყოფმა სხვა ბიჭებმა ყვირილი დაუწყეს, რადგან ეგონათ, რომ მათ ფოტოებს უღებდა. როდესაც მოზარდი მათ მიუახლოვდა, თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ ფიზიკურად იმისთვის, რომ ტელეფონი წაერთმიათ.

როგორც ცნობილი გახდა, ბავშვს მაშინაც კი ურტყამდნენ, როდესაც მან გონება სრულიად დაკარგა. თავდამსხმელებმა ნახეს, რომ სინამდვილეში მის ტელეფონში არანაირი ფოტო არ იყო.

“ჩემი შვილი არასოდეს არავის იწვევდა. არ არის კონფლიქტური და არც პრობლემები შეუქმნია ოდესმე. უბრალოდ იდგა და საკუთარი ტელეფონი ეჭირა, ამ ბიჭებს, რომელთაც არც კი იცნობდა, ეგონათ, რომ მათ ფოტოებს უღებდა, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, განა შეიძლება ასეთი დაუნდობელი მოქცევა?!” – ამბობს მსხვერპლის დედა.

onalem

ტესტ