fbpx
საზოგადოება

კარანტინის შიში საბერძნეთში – სად შეიძლება ჩაიკეტოს ისევ ყველაფერი?!

საბერძნეთის რამდენიმე რეგიონსა და კუნძულზე ეპიდმდგომარეობა ბოლო დღეებში ისე დამძიმდა, რომ გაჩნდა ახალი კარანტინის შიში. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ჰორიზონტალურ ჩაკეტვას, ფაქტობრივად, გამორიცხავს, სრულიად მოსალოდნელია, რომ ადგილობრივად შემზღუდველი ზომები ისევ გამოცხადდეს.

კერძოდ, სად არსებობს შესაძლებლობა, რომ კვლავ მოხდეს ჩაკეტვა და სად ეშინიათ განსაკუთრებით კარანტინის?!

ირკვევა, რომ ეს ტერიტორიებია ზაკინთო და კერკირა. მოსალოდნელია, რომ მინიმუმ მიკონოს მსგავსი შემზღუდველი ზომები ამ კუნძულებზეც გამოცხადდეს, იმიდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

“სამწუხაროდ, კუნძულების მოსახლეობის ნახევარი ან მეტი ჯერ კიდევ არ არის ვაქცინირებული, როგორც ახალგაზრდები, ასევე მოხუცები. მეორე ნეგატიური ფაქტი კი ის არის, რომ როდესაც შემზღუდველი ზომები ცხადდება, მიუხედავად აკრძალვებისა, ახალგაზრდები მაინც პოულობენ გასართობად სხვადასხვა გზებს, იკრიბებიან პლაჟებსა და მოედნებზე. ამგვარად კი, ეპიდმდგომარეობა ვერ დასტაბილურდება,” ამბობს ზაკინთოს მერი.

ამჟამინდელი მონაცემებით რეგრესი ფიქსირდება ატიკის რეგიონში, თუმცა, თესალონიკში ეპიდემიოლოგიური ტვირთი არ იკლებს. ექსპერტები აცხადებენ, აგვისტოს პირველ 10 დღეში პანდემია კვლავ იფეთქებს.

onalem

ტესტ