fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი: ვაქცინის გაკეთების შემდეგ დაღუპული ქალის მეუღლე მეორე დოზას გაიკეთებს

გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის გლიკერიას მეუღლე, მანოლის კრიოვრისანაკი საავადმყოფოს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ მზად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთოს. შესაძლოა მისი სახელი ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ გლიკერია არის ქალი, რომელიც ირაკლიოში AstraZeneca-ს ვაქცინით პირველი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდა და მალევე გარდაიცვალა. კრიოვრისანაკი სამი შვილს ახლა დედის გარეშე ზრდის.

მთელი მისი ოჯახი ამ ტრაგედიის შემდეგ ვაქცინაციის წინააღმდეგ იყო მიმართული, თუმცა, როგორც ჩანს, მისმა მეუღლემ აზრი შეიცვალა და მან საავადმყოფოს ექიმს უთხრა, რომ სურდა მეორე დოზა მიეღო, თუმცა, არა AstraZeneca-სი, არამედ სხვა წარმოების წამლის.

აღნიშნული ფაქტის შესახებ თავად აგია ვარვარას საავადმყოფოში მოღვაწე ექიმი წერს სოციალურ ქსელში, რადგან მამაკაცის ზარმა და მოქმედებამ მასზე ძალიან იმოქმედა. ცხადია, მან ამის ნებართვა ბატონი მანოლისგან წინასწარ აიღო.

როგორც ექიმმა აღნიშნა, გარდაცვლილი გლიკერიას მეუღლეს არ სურს, რომ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა რიგებში ჩაეწეროს და ის გახდეს მათთვის მაგალითი, ამიტომ გადაწყვიტა, რომ გაიკეთოს მეორე დოზაც.

onalem

ტესტ