fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა მოსალოდნელ გვალვასთან დაკავშირებით საგანგებო ზომებს იღებს – ჰაერი 43 გრადუსამდე გათბება

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში მიმდინარე კვირაში სიცხის ძლიერი ტალღა გველის, რომელიც ხვალიდან დაიწყება და განსაკუთრებით საგრძნობი გახდება ოთხშაბათიდან.

ირკვევა, რომ ადგილობრივი მთავრობა, თითოეულ მუნიციპალიტეტსა და უბანში საგანგებო ზომებს იღებს, რაც მოიცავს შემდეგს:

  • განსაკუთრებული მობილიზაცია და ყურადღება ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებზე.
  • საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის გამოყოფილი იქნება სპეციალური ტერიტორიები, გამაგრილებელი სისტემით (კონდენციონერები), სად განთავსებასაც ისინი შეძლებენ, სურვილის შემთხვევაში.
  • ხდება ცვლილებების შეტანა იმ თანამშრომელთა გრაფიკში, რომლებიც გარეთ მუშაობენ.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა 43-44 გრადუსს მიაღწევს და ძლიერი გვალვა 10 დღის მანძილზე შენარჩუნდება.

onalem

ტესტ