fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: საავადმყოფოს თანამრომელი 4 წელია სამსახურში არ მისულა, მაგრამ ხელფასს ჩვეულებრივად იღებს

პატრას საავადმყოფოდან უჩვეულო შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. საუბარია ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელსაც სამსახურში 4 წელია ფეხი არ დაუდგამს, მაგრამ ჩვეულ რეჟიმში იღებს ხელფასს, იგულისხმება როგორც ყოველთვიური თანხა, ასევე ყველა ის დამატებითი თანხები, რაც იხდება შობას, აღდგომასა თუ ზაფხულის პერიოდში.

ამჟამად არსებული ცნობებით, ქალს 2018 წელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა, რომელიც მხედველობას უკავშირდებოდა. მან მუშაობა შეწყვიტა და სპეციალურ შვებულებაში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ხანში ის გამოჯანმრთელდა, სამსახურში მაინც არ გასულა, შემდეგ კი, 2020 წელს პანდემია დაემთხვა და ვალდებული იყო, რომ მუშაობა გაეგრძელებინა (ვინაიდან კონტრაქტს არ წყვეტდა), თუმცა, როგორც ჩანს, საკუთარ პოსტზე მაინც არ გამოჩნდა, პარალელურად კი, თანხას ყოველ თვე იღებდა.

აღნიშნულმა ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სხვა თანამშრომლებს შორის და ცდილობენ, გაარკვიონ, ჰყავს თუ არა ვინმე ქალს საჯარო უწყებაში, ვინც ხელს უწყობს მსგავსი სახის თაღლითობას უკვე წლების მანძილზე.

onalem

ტესტ