fbpx
საბერძნეთი

ვისთვის ხდება სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში – იხილეთ დეტალები

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთში გუშინ გაიცა სპეციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ყველა, ვინც მსახურობს სახანძრო სამსახურში, უნდა იყოს ვაქცინირებული. ამ საკითხს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ვრცელდებოდა ცნობები, რომ მეხანძრეთა ნაწილს, რომელიც კუნძულზე მუშაობს, არ სურს ვაქცინის გაკეთება.

მეორეს მხრივ, ΕΜΑΚ-ის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ არცერთი თანამშრომელი არ აცხადებს უარს, გაიკეთოს ვაქცინა, ამიტომ ძალიან წუხან, რომ შეიქმნა ერთგვარი გაურკვევლობა.

“არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 400 მეხანძრე უარს ამბობს ვაქცინაციაზე. არავინ გვყავს ასეთი. შესაძლოა არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ჩქარობენ ვაქცინის გაკეთებას, მაგრამ ისინი არ აცხადებენ ოფიციალურად უარს,” ამბობს დიმიტრის სტათოპულო.

როგორც ირკვევა, მეხანძრე-მაშველების შემდეგ ვაქცინაცია სავალდებულო გახდება სამედიცინო პერსონალისთვის, თუმცა, ეს საკითხი განიხილება შემოდგომაზე, სავარაუდოდ, სექტემბრიდან, როდესაც პანდემია შესუსტებული იქნება და როგორც მიცოტაკიმ განახადა, დადგება ნეიტრალური პერიოდი, მსგავსი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამრიგად, ΕΜΑΚ-ის თანამშრომლების შემდეგ დადგება ექიმებისა და ექთნების სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი.

onalem

ტესტ