fbpx
საბერძნეთი

ახალი კანონი საბერძნეთში მართვის მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით

ამიერიდან მართვის მოწმობის აღების მსურველები საგამოცდო ადგილს საბუთით ხელში დატოვებენ. ახალი კანონის ფარგლებში, თეორიული და პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კანდიდატებს გადაეცემათ დროებითი მოწმობა, რომელიც მათ ცოდნას დაადასტურებს. ამრიგად, მათ აღარ მოუწევთ დაელოდონ ოფიციალური მართვის მოწმობის გამოსვლას, ქალაქში მანქანის მართვისთვის.

იდეა ტრანსპორტის სამინისტროს ეკუთვნის და მოიცავს ერთგვარი დროებითი მართვის მოწმობების გაცემას ახალი მძღოლებისთვის, ვინაიდან ამ დროისთვის მათ, ვისაც გამოცდა ჩაბარებული აქვს, ერთი თვის მანძილზე მაინც უწევთ ცდა, რათა კუთვნილი ბარათი აიღონ.

ამ დროებითი მოწმობით მძღოლს შეუძლია სრულიად კანონიერად იმოძრაოს მხოლოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე.

onalem

ტესტ