fbpx
საბერძნეთი

ათენი: რომელი გზები დაიკეტება ხვალ 28 ოქტომბრის მარშის გამო ქალაქის ცენტრში?!

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ, 28 ოქტომბერს, ათენის ცენტრში მოსწავლეთა მარში შედგება. საბერძნეთი ხვალ “ოხის” დღეს აღნიშნავს, რაც ნიშნავს, რომ დედაქალაქში განსაკუთრებული მდგომარეობა იქნება და გადაიკეტება გარკვეული მთავარი გზატკეცილები, მარშის ჩასატარებლად.

კერძოდ, ტრანსპორტის გადაადგილება 28 ოქტომბერს, აკრძალული იქნება დილის 09:00 საათიდან შემდეგ ქუჩებზე:

ვასილისის ამალიას (მთელ სიგრძეზე)

ელ. ვენიზელუ (პანეპისტიმიუ) მთელ სიგრძეზე და პარალელურ ქუჩებზე

ვასილისის სოფიას გამზირი

სიგრუს გამზირის ნაწილი, დიაკუსა და დიონისიუ არეოპაგიტუს ქუჩებს შორის

მიტროპოლეოს მთელ სიგრძეზე

ვასილისის ოლგას

ვასილისის გეორგიუ

სინდაღმა

იროონ პოლიტეხნიუ.

გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ქუჩებსა და გამზირებზე საჯარო ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

onalem

ტესტ