fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პრემიერმა, კირიაკოს მიცოტაკიმ კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა

რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ საავადმყოფოში, Aττικον, კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა გაიკეთა. პრემიერის გვერდით იმყოფებოდა პროფესორი, სოტირის ციოდრასიც.

როგორც ცნობილი გახდა, 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი საბერძნეთის პრეზიდენტის, ეკატერინი საკელაროპულოს ვაქცინაციაც, “ევანგელისმოს” საავადმყოფოში.

საბერძნეთში ვაქცინირებულ ადამიანთა რიცხვმა უკვე 80.000-სს მიაღწია და უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის დაწყების პირველივე დღესვე ვიზიტი დანიშნული ჰქონდა 3.777 მოხუცს.

მათ მაგივრად, ვინც დანიშნულ დროს ვერ მივიდა, ექიმებმა ჩაიტარეს ვაქცინაცია, რათა არცერთი დოზა არ ყოფილიყო გადაყრილი.

onalem

ტესტ