დღეს სინდაღმის მოედანზე საშობაო ნაძვის ხე განათდება!
დღეს ათენს საშობაოდ ოფიციალურად გაანათებს ქალაქის მერი, გიორგოს კამინისი. სინდაღმის მოედანზე საშობაო ნაძვის ხე და განათებები საღამოს 19:00 საათზე აინთება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ათენის მუნიციპალური ორკესტრი Athens Big Band და Gadjo Dilo.
საშობაო პროგრამის ფარგლებში ქალაქის გარეუბნებში 200-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. ასევე თეატრები, გამოფენები, საცეკვაო და საბავშვო წარმოდგენები.
საშობაო ათენი გასულ წლებში: