fbpx
საბერძნეთი

როდემდე გასტანს ძლიერი სიცივე და როდის გაუმჯობესდება საბერძნეთში ამინდი?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ხვალიდან ამინდი შედარებით გაუმჯობესდება. აღსანიშნავია, რომ ევიაში, კიკლადესის კუნძულებსა და კრეტაზე ნალექი, წვიმის სახით, მოსალოდნელია ხვალაც, 19 იანვარსაც, თუმცა, ქვეყნის დანარჩენ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

კერძოდ, ხვალიდან დასავლეთ მაკედონიაში ტემპერატურა -16 გრადუსიდან -2 გრადუსამდე აიწევს, ჩრდილოეთ საბერძნეთში -9 გრადუსიდან 5 გრადუსამდე, იპიროსა და თესალიაში -7 გრადუსიდან 7 გრადუსამდე. იონიის კუნძულებზე ჰაერი -1 გრადუსიდან 9 გრადუსამდე გათბება, კრეტაზე კი 2 გრადუსიდან 10 გრადუსამდე მოიმატებს.

ამრიგად, ხვალიდან ათენის ცენტრშიც სიცივე შედარებით შესუსტდება.

onalem

ტესტ