fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა დამსაქმებელმა ემიგრანტი მამაკაცები მიწაზე თვეობით ამუშავა და თანხა არ გადაუხადა

ვერიას განყოფილებამ ორი ბერძენის წინააღმდეგ საქმე აღძრა – მათ ბრალად ედებათ ემიგრანტი მამაკაცებისთვის ნამუშევარი თანხის გადაუხდელობა. როგორც ირკვევა, 48 წლის მამაკაცი და მისი 19 წლის ვაჟი 2023 წლის ზაფხულიდან 2024 წლის მიმდინარე თვემდე ახალგაზრდა ემიგრანტებს მუშაობას აიძულებდნენ და ნამუშევარ თანხას არ უხდიდნენ.

საუბარია 27 და 28 წლის მამაკაცებზე, ინდოეთიდან, რომლებიც საბერძნეთში მიწაზე სამუშაოდ ჩამოვიდნენ, რამდენიმე თვე იმუშავეს და დამსაქმებლებმა მათ დოკუმენტები წაართვეს, მათ შორის პასპორტი, რომ ვერსად წასულიყვნენ და ამავე დროს, ემუქრებოდნენ.

ასევე, ადგილი, სადაც მათ აცხოვრებდნენ, ადამიანური პირობები არ არის.

საქმე ვერიის პროკურატურას გადაეცემა, ხოლო დაზარალებულებს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

onalem

ტესტ