fbpx
კრიმინალი

დააკავეს ბერძენი პოლიციელი, რომელსაც სამსახურის მანქანით 102 კგ ნარკოტიკი გადაჰქონდა

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში, კერძოდ, იღუმენიცაში მოხდა, სადაც პოლიციის ოფიცრებმა საკუთარი კოლეგა დააკავეს მძიმე დანაშაულისთვის.

როგორც ირკვევა, პოლიციელს, სამსახურის მანქანით გადაჰქონდა 102 კგ ნარკოტიკული საშუალება, ამის შესახებ კი, განყოფილებას ინფორმაცია ჰქონდა. შესაბამისად, ისინი კოლეგას აედევნენ, აედევნენ და ნიშანი მისცეს, რომ მანქანა გაეჩერებინა, ის კი, არ დაემორჩილა მინიშნებას და სვლა უფრო სწრაფად განაგრძო.

საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, სამ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩერდა.

საუბარია 41 წლის ოფიცერზე, რომელიც რაც უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, სწორედ ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილებაში მსახურობს, მანქანის ჩხრეკის შედეგად კი, მას 102 კგ ნარკოტიკი აღმოუჩინეს, რომელიც დახარისხებული ჰქონდა 19 პაკეტში, გასაღების მიზნით.

onalem

ტესტ