fbpx
კრიმინალი

ბერძნული მედია: სამუდამო პატიმრობა ქართველებს, რომლებმაც ათენში, კიფსელზე ტაქსის მძღოლი მოკლეს

ბერძნულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებმაც ათენში, კერძოდ, კიფსელზე ტაქსის მძღოლი მოკლეს.

აღნიშნულ ინფორმაციას SKAI ავრცელებს. ორი ქართველი მამაკაცი, რომლებიც 2011 წელს 19 და 20 წლისები იყვნენ, ტაქსის მძღოლს 3 ივლისის დილას დაესხა თავს. როგორც ცნობილია, ისინი გაზიში წინა ღამით გასართობად იმყოფებოდნენ, გამთენიისას კი გამოვიდნენ, ტაქსში ჩასხდნენ და მძღოლის დაყაჩაღება სცადეს. გამომდინარე იქიდან, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია, სასტიკად სცემეს და ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემდეგ აიღეს ფული, მისი ტელეფონი, მანქანის გასაღები და ფეხით გაიქცნენ.

ტაქსის მძღოლი ორმა გამვლელმა დილის 05:36 საათზე იპოვა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, უკვე გარდაცვლილი იყო. მას ძლიერი სისხლდენა აღენიშნებოდა და ტანსაცმელი შემოხეული ჰქონდა. სიკვდილის მიზეზი კი ტვინის დაზიანება გახდა.

საქართველოს ორივე მოქალაქეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

 

წყარო: https://www.skai.gr/news/greece/areios-pagos-isovia-stous-georgianous-pou-dolofonisan-odigo-taksi-stin-kypseli-to-2011

onalem

ტესტ