fbpx
საზოგადოება

ციკლონის შედეგები საბერძნეთში – 3 დაღუპული, განადგურებული სახლები და გზები

ციკლონმა, რომელმაც საბერძნეთს გადაუარა, ქვეყანაში მძიმე შედეგები დატოვა. დაღუპულია სამი ადამიანი, დატბორილია სახლები, განადგურებულია მანქანები და გზები.

განსაკუთრებით მძიმე შედეგები აღინიშნება როდოსზე, კინეტაში, თასოსსა და ხალკიდიკიში.

როგორც მედია იუწყება, როდოსზე მოხუცი ქალი, რომელიც საწოლს იყო მიჯაჭვული, ამ მდგომარეობაში დაიხრჩო, რადგან რეაგირება ვერ შეძლო და წყალმა მისი საწოლის დონემდე თავისუფლად მიაღწია.

ორი მამაკაცი დაიღუპა ნავის ამობრუნების შედეგად. ისინი პირეოსის მაცხოვრებლები იყვნენ, 57 და 59 წლის. შტორმი ნავზე ყოფნის დროს ამოვარდა  და მათ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს.

კუნძულ როდოსზე ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჩამომტვრეულია მთავარი ხიდი, რის გამოც მანქანებს აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება სასტიკად ეკრძალებათ.

onalem

ტესტ