fbpx
საზოგადოება

უჩვეულო შემთხვევა საბერძნეთში: ტურისტი ქალის სხეულში ტყვია იპოვეს, მანამდე კი, მისი გარდაცვალება პათოლოგიურ მიზეზს მიაწერეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა პილიოში მოხდა, სადაც საბერძნეთში გერმანიიდან დასასვენებლად ჩამოსული ქალი გარდაიცვალა. 45 წლის გერმანელის სიკვდილის შესახებ მისსავე მეუღლემ განაცხადა და როდესაც ქალი ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, ექიმებმა დაასკვნეს, რომ გარდაცვალება პათოლოგიური მიზეზით იყო გამოწვეული.

როგორც ჩანს, აღნიშნული დასკვნა შორს არის რეალობისგან, ვინაიდან ლარისაში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ქალის სხეულში ტყვია იპოვეს, შესაბამისად, ნათელი გახდა, რომ ის მკვლელობის მსხვერპლი გახდა.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ ტურისტი 4-5 საათის გარდაცვლილი იყო იმ დროისთვის, როდესაც მისმა მეუღლემ პოლიციას შეატყობინა. ცხადია, ეს კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას სძენს საქმეს და აუცილებელია დეტალური გამოძიება.

პოლიცია ორიენტირებულია მისი ოჯახის წევრებზე, რომელთა გამოკითხვაც უახლოეს საათებში მოხდება.

onalem

ტესტ