fbpx
საბერძნეთი

“აგვისტოს თვეში ევროპაში უკიდურესად მაღალი ტემპერატურა გველის, მათ შორის, საბერძნეთშიც” – რას წერს Bloomberg და რას პასუხობენ ბერძენი სინოპტიკოსები

Bloomberg ცალკეულ სტატიას უძღვნის ტემპერატურის მატებას, რომელიც გამოცემის მიხედვით, აგვისტოშია მოსალოდნელი და ძლიერი გვალვის პერიოდში დაგვაბრუნებს.

გამოცემა წერს, რომ ხმელთაშუა ზღვაში აგვისტოს თვეში ტემპერატურა ისევ რადიკალურად მოიმატებს და გვალვის მორიგი ძლიერი ტალღა გველის. მოიაზრება ძირითადად შემდეგი ქვეყნები: ესპანეთი, სამხრეთ იტალია და რა თქმა უნდა, საბერძნეთი. მოსალოდნელია, რომ ტემპერატურამ ამ სეზონისთვის დამახასიათებელ საშუალო ტემპერატურას გადააჭარბოს, რაც ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული დაფიქსირდეს რეკორდული მაჩვენებელიც.

რომსა და კატალონიაში უკვე დაფიქსირდა რეკორდული ტემპერატურა გასულ თვეში, ხოლო სარდინიაში ჰაერი 48 გრადუსამდეც კი გათბა.

საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ბერძენი მეტეოროლოგები და რამდენად ეთანხმებიან ამ პროგნოზს. პანაიოტის იანოპულოსი აცხადებს, რომ ნამდვილად არაფერია გამორიცხული, თუმცა, ამ ეტაპზე ძალიან ადრეა იმისთვის, რომ მთელი აგვისტოს პროგნოზი გაიწეროს და ასევე, დადასტურებით გავრცელდეს ინფორმაცია მოსალოდნელი გვალვის შესახებ. ბერძნების შეფასებით, ტემპერატურა იქნება ისეთი, როგორიც ცხელ აგვისტოს ისედაც შეეფერება, თუმცა, ცვლილებების აბსოლუტურად გამორიცხვისგან თავს იკავებენ.

 

onalem

ტესტ