fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თრილერი მესოლოგიში: ასესხა თუ არა 44 წლის ქალმა ექიმს 100, 000 ევრო სიკვდილამდე

მესოლოგიში მომხდარ ტრაგიკულ ამბავს ბოლო არ უჩანს. 44 წლის ქალის შესახებ, რომელიც მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს, ახალი დეტალები ვრცელდება. თავდაპირველად, საუბარი იყო მკვლელობაზე, შემდეგ საქმეს თვითმკვლელობის მუხლით იძიებდნენ, ახლა კი პოლიცია კვლავ თავდაპირველ ვერსიას დაუბრუნდა.

ქალის ოჯახმა კერძო გამომძიებელი დაიქირავა, რომელიც ახალ ნიუანსებზე საუბრობს. როგორც უკვე ცნობილია, ქალს ცოლიან ექიმთან ჰქონდა ურთიერთობა. მან STAR-ზე ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ გარდაცვალებამდე ირინიმ ექიმს დიდი რაოდენობით თანხა ასესხა.

მისი ბანკის ანგარიშებიდან ჩანს, რომ ექიმის სახელზე გადარიცხულია 100, 000 ევრო. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ დაზუსტებას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ დღემდე არ არის ნაპოვნი ირინის მობილური ტელეფონი.

მესიჯები, რომელიც ქალმა ექიმს ბოლოს გაუგზავნა, პოლიციას აფიქრებინებს, რომ საქმე სუიციდთან გვაქვს: “მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. სხვა ცხოვრებაში შევხვდებით.”

ასევე დასაზუსტებელია არის თუ არა ეს მესიჯები ირინის ხელით აკრეფილი.

თუმცა, ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

onalem

ტესტ